თეგი: უსაფრთხოების დახმარება

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იმყოფება

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხებში, კეტრინ ინსლი საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის ერთგულება დაედასტურებინა. მისი შეფასებით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს „ეს ვიზიტი საქართველოსა და შეერთებული შტატების მთავრობებს შორის არსებული მრავალწლიანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორობის დადასტურების შესაძლებლობაა. ეს პარტნიორობა ერთიორად მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომისა და რეგიონში გაზრდილი საომარი მოქმედებების ფონზე. ასევე, ეს არის შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მთავრობის ლიდერობისა და შესაძლებლობების პირადად ხილვის შანსი“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ამერიკის საელჩოს ცნობით.  

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებითი, 3$ მილიარდიანი სამხედო დახმარების გამოყოფას ადასტურებს: ყველაზე დიდი ტრანში კიევისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას თითქმის $3 მილიარდიან უსაფრთხოების დახმარებას (2,5 მილიარდი ფუნტი) უგზავნის. ტრანშის გამოყოფას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა. ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის ამერიკული უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანში, რომელიც დღემდე გაგზავნილა კიევში.  ის აღნიშნავს, რომ ეს თანხა უკრაინას საშუალებას მისცემს, შეიძინოს საჰაერო თავდაცვის და საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები, ასევე, რადარები და სხვა ტექნიკა. რუსეთის შეჭრის ექვსი თვის თავზე ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინელებმა „მსოფლიო თავიანთი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და თავისუფლებისადმი თავდადებით შთააგონეს“. როგორ ხვდება უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გაძლიერებული საფრთხის გამო თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალია ჩართული.  

პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება

ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა. „26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა. პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  ამერიკის საელჩომ 22 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. რა არის Building Partner Capacity Section 333 Program - უფრო მეტი პროგრამის შესახებ თავდაცვის მდივანი უფლებამოსილია, განახორციელოს ან მხარი დაუჭიროს პროგრამას ან პროგრამებს ერთი ან მეტი უცხო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის სწავლებისა და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ამ ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განახორციელონ ერთი ან მეტი შემდეგი აქტივობა: კონტრტერორისტული ოპერაციები მასობრივი განადგურების ოპერაციების საწინააღმდეგო იარაღი კონტრტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ოპერაციები საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების ოპერაციები სამხედრო დაზვერვის ოპერაციები ოპერაციები ან აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო კოალიციის ოპერაციას, რომელიც მდივნის მიერ არის განსაზღვრული, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისად.